ბათუმში აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის საპატივცემულოდ ვეტერანთა ტურნირი ჩატარდა ჭადრაკში. ღონისძიებაში 4 საპრიზო ადგილი იყო გათვალისწინებული. ქალთა შორის ტურნირის ჩემპიონი მედეა ბიბინეიშვილი გახდა, კაცთა შორის კი პირველი ადგილი აზიმ გორაძემ დაიკავა. გამარჯვებულები სიგელებით, მედლებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.