უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა თბილისსა და რეგიონებში

07 აგვისტო 2022, 14:38 273 ნახვა

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 8 პირი.

საგამოძიებო მოქმედებები აჭარაში, თბილისში, შიდა ქართლში, სამეგრელოში და მცხეთა-მთიანეში ჩატარდა.

დაკავებულებს შორის არიან წარსულში ნასამართლევი პირებიც.

დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში