ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვა საშიში დანაშაულია - ზელენსკი

07 აგვისტო 2022, 11:01 749 ნახვა

ზაპოროჟიეს ენერგოდარის ატომური ელექტროსადგური, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესია მსოფლიოში, რუსეთის კონტროლქვეშ გადასვლის შემდეგ დაიბომბა. ეს ფაქტი უკრაინის ხელისუფლებამ შეაფასა, როგორც რუსების მხრიდან საშიში ტერორისტული აქტი.

ვლადიმერ ზელენსკიმ მოითხოვა, რომ ელექტროსადგურის დაბომბვის გამო რუსეთი უნდა დაისაჯოს. თავის მხრივ ზაპოროჟიეს ოლქის პრორუსული ხელისუფლება ხელს უკრაინისკენ იშვერს და აცხადებს, რომ ატომურ ელექტროსადგურზე შეტევა კიევიდან განხორციელდა.

რუსეთი უკრაინას ატომური სადგურის ირგვლივ პროვოკაციაში ადანაშაულებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წვდომას ითხოვს. ის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ რუსეთის სამხედრო მოქმედებებს გმობს და მათ ბირთვული წესების უპასუხისმგებლო დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ბორელმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი