აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოადგილესთან ერთად იმ მოქალაქეებს შეხვდა, რომლებიც სამინისტროს პროგრამებით ძვირადღირებული ბიოლოგიური მედიკამენტებით ფინანსდებიან. შეხვედრას რევმატოლოგები და რევმატო-ვენეროლოგები ესწრებოდნენ. რავმატოიდული ართრიტის, ფსორიაზის, ფსორიაზული ართრიტის და მაანკილოზირებული სპონდილიტის ძვირადღირებული ბიოლოგიური მედიკამენტებით მკურნალობა 50-მდე ბენეფიციარს უფინანსდება.