რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი გუდაურში? მთავარ კითხვას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.
ჯერ-ჯერობით არ არის ნაპოვნი შავი ყუთი, ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება.
სავარაუდოდ სწორედ შავ ყუთში უნდა იყოს შვეულმფრენის ეკიპაჟის წევრების ერთმანეთთან ლაპარაკი, რომელიც შესაძლოა გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავდეს.
ავიაკატასტროფის შემდეგ ვიცით მხოლოდ ის, რომ ეკიპაჟი საკმაოდ გამოცდილი იყო.
რა მოხდა 29 ივლისს თეთრი არაგვის ხეობაში?