ქედაში მუნიციპალური ახალი პროგრამა ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირთა ფინანსურ დახმარებას, ასევე საჭიროების შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლისთვის დროებით ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის დაქირავებას.
ასევე ბენეფიციარებს ჩაუტარდებათ ტრენინგები ცნობიერების ამაღლებისთვის.