ერთიანი ეროვნული გამოცდები 2022 დასრულდა. ბოლო ორი დღე საერთო სამაგისტრო გამოცდებს დაეთმო. დღეს ტესტირება ლოგიკურ და რაოდენობრივი მსჯელობაში ჩატარდა. გუშინ კი აპლიკანტებმა წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკურ წერაში ჩააბარეს გამოცდა. სესიის ხანგრძლივობა 2 საათი და 25 წუთია.
აბიტურიენტების, საერთო სამაგისტრო, მასწავლებლებისა და სტუდენტთა საგრანტო გამოცდების დასრულების შემდეგ დამატებითი გამოცდის ჩატარება იგეგმება იმ აპლიკანტებისთვის, ვინც კოვიდ 19-ის დადასტურების გამო გამოცდას ვერ დაესწრო.