ეროვნული გამოცდები მაგისტრობის მსურველთათვის

26 ივლისი 2022, 14:30 530 ნახვა

დღეს საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყო. მაგისტრანტობის მსურველებისთვის ტესტირება ორ დღის განმავლობაში ჩატარდება. 

აპლიკანტები წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკურ წერაში აბარებენ გამოცდას. ხვალ კი ტესტირება ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში ჩატარდება.  გამოცდის ხანგრძლივობა 2 საათი და 25 წუთია.

მაგისტრობის მსურველების სესიით მისაღები გამოცდები წელს მთავრდება.

რაც შეეხება შედეგებს, მისი გამოქვეყნება აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში