აქცია მახვილაურში 

26 ივლისი 2022, 11:03 1957 ნახვა

აქცია მახვილაურში. მოსახლეობა გზის კეთილმოწყობას ითხოვს. დღეს დილით ისინი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურული პრობლემები გააპროტესტეს. 

მათი თქმით, საავტომობილო გზის დაახლოებით ორკილომეტრიანი მონაკვეთი ავტობანის მშენებლობის პროცესში მძიმე ტექნიკის გადაადგილების გამო დაზიანდა და ამ დრომდე არ შეუკეთებიათ.

მახვილაურის დასახლებაში სანიაღვრე არხებისა და გარე განათების პრობლემის მოგვარებასაც მოითხოვენ. მახვილაურის მოსახლეობის განცხადებით, განსაკუთრებით რთულია გადაადგილება წვიმის დროს.

აქციის მონაწილეები გამაფრთხილებელი პროტესტის შემდეგ, აქციებს ისევ აანონსებენ. ავტობანის მშენებარე კომპანიაში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის მერიის წარმომადგენელი, რომლის განცხადებითაც საკითხი უახლოეს პერიოდში გადაწყდება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში