შსს თანამშრომლების ოქროს მედლები ძალოვანთა ოლიმპიადაზე

25 ივლისი 2022, 11:29 695 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სხვადასხვა ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა მსოფლიო ოლიმპიადაზე ოქროს მედლები მოიპოვეს. ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის ქალაქ როტერდამში მიმდინარე მსოფლიო ოლიმპიადაში, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობას მოიცავს,შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ძალისმიერ წოლჭიმში 74-კილოგრამიანთა კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.სპორტის ამავე სახეობაში, ასევე პირველი ადგილი დაიკავა  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა ლევან გილიგაშვილმა. თეიმურაზ კალანდაძე და ლევან გილიგაშვილი საქართველოს, ევროპის და აზიის მრავალგზის ჩემპიონები არიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი