ევროპის მაუწყებელთა კავშირის ხელმძღვანელი აჭარის ტელევიზიაში

22 ივლისი 2022, 18:02 1136 ნახვა

ევროპის მაუწყებელთა კავშირის  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხელმძღვანელი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში იმყოფება.

რადკა ბეჩთევასთან შეხვედრას აჭარის ტელევიზიისა და რადიოს  ადმინისტრაციისა და ბორდის წარმომადგენლებთან ერთად მაუწყებლის პირველი არხის ადმინისტრაცია და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ესწრებიან. შეხვედრაზე აჭარის ტელევიზიის წარმომადგენლებმა ევროპის მაუწყებელთა კავშირში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს.

თავის მხრივ მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენელმა შესთავაზეს  ქართულ მაუწყებლებს დაეხმაროს სხვადასხვა საორგანიზაციო თუ სამაუწყებლო საკითხში.

შეხვედრაზე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლებმა გამოთქვეს ინიციატივა კანონში შევიდეს ცვლილება, რომლის მიხედვით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება დამოუკიდებელი ორგანო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისგან.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში