შეხვედრა ევროპის მაუწყებელთა კავშირის ხელმძღვანელთან

22 ივლისი 2022, 15:04 964 ნახვა

ევროპის მაუწყებელთა კავშირის ხელმძღვანელი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში იმყოფება. რადკა ბეჩთევასთან შეხვედრას აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ადმინისტრაციისა და ბორდის წარმომადგენლებთან ერთად მაუწყებლის პირველი არხის ადმინისტრაცია და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ესწრებიან.

შეხვედრაზე აჭარის ტელევიზიის წარმომადგენლებმა ევროპის მაუწყებელთა კავშირში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს. თავის მხრივ მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენელმა შესთავაზეს ქართულ მაუწყებლებს დაეხმაროს სხვადასხვა საორგანიზაციო თუ სამაუწყებლო საკითხებში.

შეხვედრაზე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლებმა გამოთქვეს ინიციატივა კანონში შევიდეს ცვლილება, რომლის მიხედვით აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება დამოუკიდებელი ორგანო, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისგან.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი