ერთიანი ეროვნული გამოცდები

22 ივლისი 2022, 11:05 1185 ნახვა

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს მთავრდება, თუმცა იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც  COVID-19-ის დადასტურების გამო გამოცდაზე დასწრება ვერ შეძლეს, მათთვის 24   ივლისს განისაზღვრა დამატებითი საგამოცდო სესიები შემდეგ საგნებში: ინგლისური ენა, რუსული ენა, ქიმია, ლიტერატურა. 26 ივლისს კი ჩატარდება გამოცდა სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში.  

იმ უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში მონაწილე პირებისთვის, რომლებმაც ვერ შეძლეს COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო გამოცდებზე დასწრება, დამატებითი სესია გაიმართება 24 ივლისს.

შეფასებისა და გამოცდების ცენტრი აპლიკანტებს აფრთხილებს, რომ გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს ცხრილში მითითებულ დროსა და ადგილას.  

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში