ბათუმი საინვესტიციო ფორუმს მასპინძლობს. ფორუმს ბიზნეს წრეების წარმომადგენლები საქართველოდან, პოლონეთიდან, კვიპროსიდან, ისრაელიდან, ესტონეთიდან, დუბაიდან და სხვა ქვეყნებიდან ესწრებიან.
საინვესტიციო ფორუმში უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული მხარეები, ასევე სოფლის მეურნეობის, სავაჭრო, ლოჯისტიკის, მეღვინეობის, ტურიზმის, ტექსტილის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, მშენებლობის განვითარების და გემების მართვის ბიზნესის სფეროებიდან წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ისინი აჭარის საინვესტიციო პოტენციალს, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებს, საპრივატიზაციო ობიექტებს და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებს გაეცნობიან.