იტალიის პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ თანამდებობას დატოვებს

21 ივლისი 2022, 10:00 577 ნახვა

იტალიის პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ თანამდებობას ტოვებს. იმის მიუხედავად,  რომ იტალიის პარლამენტის ზედა პალატა ქვეყნის პრემიერს ნდობას უცხადეს, როიტერის ინფორმაციით, კოალიციურ მთავრობაში ერთიანობის არ არსებობის გამო ის თანამდებობიდან, სავარაუდოდ, მაინც გადადგება.

რამდენიმე დღის წინ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და პროფკავშირების წარმომადგენლებმა პრემიერს მოუწოდეს არ დაეტოვებინა თანამდებობა, თუმცა მარიო დრაგი გადადგომაზე უარს მხოლოდ იმ შემთხვევაში იტყვის თუ კოალიციაში ერთიანობა იქნება.

„როიტერის“ ცნობით, იტალიის პრემიერმა პარლამენტის ზედა პალატაში ნდობის გამოცხადების შესახებ გამართულ კენჭისყრაზე 95 ხმა მიიღო, წინააღმდეგ წავიდა 38. გასათვალისწინებელია, რომ რამდენიმე მსხვილმა პარტიამ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხდა. გამოცემის ინფორმაციით,  საუბარია მმართველი კოალიციის პარტიებზე, ხელისუფლებაში პოლიტიკური განხეთქილება კი 18 თვეზე მეტია მიმდინარეობს.

მარიო დრაგი გადადგომის შესახებ სავარაუდოდ დღეს განაცხადებს და გადაწყვეტილებას პრეზიდენტს წარუდგენს, ვადამდელი არჩევნები კი მედიის ცნობით, სავარაუდოდ შემოდგომაზე გაიმართება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი