მეფუტკრეობის განვითარება

12 თებერვალი 2020, 18:06 473 ნახვა

მეფუტკრეობის განვითარება

#კონტაქტი
ყოველ ოთხშაბათს „კონტაქტი“ იმ თემებს ეთმობა , რომლებიც მნიშვნელოვანია სოფლისა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარებისთვის.

დღევანდელ გადაცემაში მეფუტკრეობაზე ვისაუბრეთ.
საქართველოში მეფუტკრეობა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი უძველესი დარგია და ამის დამადასტურებელი არაერთი ისტორიული თუ ეთნოგრაფიული მასალა მოიპოვება.
მართალია აჭარის კლიმატი და მრავალფეროვანი ფლორა დარგის წარმატებით განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის, მაგრამ ეკოლოგიური ფაქტორები ამ პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს.

რა გამოწვევის წინაშე არიან მეფუტკრე-ფერმერები და რას ითვალისწინებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრის „მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“ -ამ თემაზე
„კონტაქტის" სტუდიის სტუმრები იყვნენ აჭარის მეფუტკრეთა ბიზნეს -ასოციაციის თავმჯდომარე მანანა ბოლქვაძე და “მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობის" ქვეპროგრამის ხელმძღვანელი გურამ ტარიელაძე.