# ქართული კლასიკური საგიტარო მუსიკის ფესტივალი „იბერი“
# კონტაქტი
27-28 მაისს ბათუმის მ. ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლაში ქართული კლასიკური საგიტარო მუსიკის მეორე ფესტივალი „იბერი“ გაიმართება.
საფესტივალო პროგრამა მოიცავს ლექციებს , სოლო კონცერტებსა და მასტერკლასებს.
ფესტივალში მონაწილეობენ საქართველოსა და უცხოეთში ცნობილი მუსიკოსები.
დღევანდელი, 26 მაისის გადაცემა ამ თემას დაეთმო.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ: ტარიელ იბერი-
ამერიკაში მოღვაწე გიტარისტი, კომპოზიტორი და პედაგოგი
და ვაჟა ტუღუში-გიტარისტი , კომპოზიტორი, მომღერალი და პედაგოგი .
ტელეფონით გვერთვებოდა ეკა ჯაფარიძე-მუსიკოსი, ქართული კლასიკური საგიტარო მუსიკის ფესტივალის „იბერი“ პროექტის ავტორი .