“თავისუფალი დემოკრატების” ბრიფინგი

11 მაისი 2016, 00:00 6358 ნახვა

,,ბათუმში, ზუბალაშვილის 37-ში კომპანია ,,დიესგრუპი” მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, რეკრეაციულ  ზონაში აშენებს, რაც კანონით აკრძალულია”- ფრაქცია  თავისუფალი დემოკრატების ხელმძღვანელი კობა ჩხეიძე  პასუხისმგებლობას ბათუმის მერს  და საკრებულოს აკისრებს,  რომლებმაც კობა ჩხეიძის თქმით,  სამართლებრივი ნორმების დარვევით წაახალისეს უკანონობა. ტერიტორიაზე,  სადაც ,,დიეს გრუპი” სახლის მშენებელობისთვის ფუნდამენტს ამზადებს მოჭრილია ხეებიც, რითაც საკრებულოს წვერის განცხადებით, Y  უგულებელყოფილია პრემირ-მინისტრის ბრძანება,  ხეების დაცვის შესახებ. კანონის თანახმად, რეკრეაციულ ზონაში ხეების მოჭრის მიზანშეწონილობა  მერიაში  სპეციალურმა  კომისიამ უნდა განიხილოს  და ნებართვის მოსაპოვებლად გარემოს დაცვის უწყებას გადაუგზავნოს,  რაც   კობა ჩხეიძის ინფორმაციით,  არ მომხდარა. ბათუმის მერიაში საკიხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ-ჯერობით არ  გაკეთებულა.  

რუსუდან აბაშიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი