გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა

21 დეკემბერი 2016, 00:00 2985 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყურადღება ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობასა და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე გამახვილდა. მათივე ცნობით, გამოითქვა დაინტერესება პოლიტიკის, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკის, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებასთან დაკავშირებით. საუბარი ასევე შეეხო "ევრაზიის გვირაბის" პროექტის მნიშვნელობას, რომლის გახსნის ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თურქეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან ერთად მიიღო მონაწილეობა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აბრეშუმის გზის აღდგენის პროცესში. შეხვედრისას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობას.  პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს მთავრობის სახელით, თურქ ხალხსა და თურქეთის მთავრობას, მათ ქვეყანაში ბოლო პერიოდში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო, კიდევ ერთხელ მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა.

ამავე კატეგორიაში