საზეიმო მიღება პრეზიდენტის სასახლეში

19 დეკემბერი 2016, 00:00 1678 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის სახელით პრეზიდენტის სასახლეში ერთობლივი საახალწლო მიღება გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა და გიორგი კვირიკაშვილმა მეუღლეებთან ერთად საქართველოს პატრიარქს, დიპლომატიურ კორპუსს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ეროვნული უშიშროების საბჭოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს უმასპინძლეს. მოწვეულ სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობა", რომელიც ქართული ანბანის იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანას უკავშირდება. სასახლეში გამოფენილია საქართველოს ეროვნულ არქივში წარმოდგენილი ანალოგიური შინაარსის გამოფენის ნაწილი - ასომთავრულად, ნუსხურად და მხედრულად შესრულებული ქართული დამწერლობის ნიმუშების - ხელნაწერებისა და ისტორიული დოკუმენტების ფოტოასლები, რომლებიც ქართული დამწერლობის განვითარების სამივე ეტაპს ასახავს.

ამავე კატეგორიაში