ონლაინ სესხები შესაძლოა აიკრძალოს

30 ნოემბერი 2016, 00:00 3109 ნახვა

ონლაინ სესხების აკრძალვასა და დედოლარიზაციის საკითხს, რომელიც მთავრობის ინიციატივაა  ექსპერტები გამოეხმაურენ. მათ არარეალურად მიაჩნიათ ონლაინ სესხების აკრძალვა და  ამბობენ, რომ თანამედროვეობა სწორედ ელექტრონულ და მარტივ სერვისებშია. მიაჩნიათ, რომ საჭიროა ონლაინ სესხებზე რეგულაციების გამკაცრება და არა აკრძალვა. რაც შეეხება დედოლარიზაციას, ექსპერტების აზრით ეს ხანგრძლივი პროცესია, თუმცა აუცილებელია ეროვნული ვალუტა გამოიყენონ  როგორც დეველოპერულ კომპანიებთან მიმართებაში ასევე ნებისმიერი საბანკო პროდუქტის მიღების დროს. 

ამავე კატეგორიაში