დაკავება თანხის მითვისების ფაქტზე

29 ნოემბერი 2016, 00:00 3112 ნახვა

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს ჯემალ დუმბაძეს ბრალი დღეს წარედგინება მას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით ედავება, რაც თანხის მითვისება - გაფლანგვას ითვალისწინებს.  დარღვევები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აღმოაჩინა. ხელმძღვანელის პასუხისგებაში მიცემის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ ინფექციურ საავადმყოფოში,როგორც ჯემალ დუმბაძის მოადგილე, თამაზ კარანაძე ამბობს, დუმბაძე 28 ნოემბრიდან შვებულებაში გავიდა, თუმცა მანამდე მდგომარეობას  საავადმყოფოში  საფინანსო პოლიცია სწავლობდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის,  როცა გამოძიება ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის საქმიანობით დაინტერსდა. მანამდე დარღვევები სახელწიფო რეგულირების სააგენტომ დააფიქსირა და დარღვევების გამო საავადმყოფო 206 ათას 231 ლარით დააჯარიმა. შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის 100 პროცენტიანი მეწილე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა. ვიდრე უწყებაში საგამოძიებო სამსახური შევიდოდა ჯემალ დუმბაძის საქმიანობას  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აუდიტის სამსახურიც სწავლობდა, თუმცა მათ დასკვნა არ დაუდიათ, როგორც სამინისტროში განმარტავენ დასკვნა უკვე არსებობს და გამოიკვეთა  გარკვეული ტიპის დარღვევებიც,  თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე მისი შინაარსის გახმაურებისაგან თავს იკავებენ. 

რუსუდან აბაშიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში