ქუჩების რეაბილიტაცია

22 ნოემბერი 2016, 00:00 3151 ნახვა

ბაქოს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ჭავჭავაძის ქუჩიდან შავშეთის ქუჩამდე მონაკვეთში  ბორდიურები კეთდება და ტროტუარზე დეკორატიული ფილები იგება.  მოეწყობა პანდუსები და უსინათლოთა ბილიკები. უკვე დასრულებულია მიწისქვეშა სამუშაოები - შეიცვალა წყლის, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები. ტერიტორიის სრული კეთილმოწყობა დეკემბრის ბოლოსთვის დასრულდება.  პროექტის ღირებულება 903 ათას 820 ლარს შეადგენს. სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა წერეთლის ქუჩაზე, ასევე ბარათაშვილისა და იმედაშვილის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში. ხვალიდან  ასფალტის მეორე ფენის დაგების შემდეგ აქ შეზღუდული სატრანსპორტო მოძრაობა აღდგება.

ამავე კატეგორიაში