პატრიარქის ნათლული 600-მდე ბავშვი გახდება

15 ნოემბერი 2016, 00:00 2967 ნახვა

დღეს სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 46-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 600-მდე ბავშვი გახდება. ნათლობის დასრულების შემდეგ, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს. დღეისთვის უწმინდესს 29 698 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

ამავე კატეგორიაში