პრემიერის მილოცვა

29 ოქტომბერი 2016, 00:00 3324 ნახვა

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქ ხალხს რესპუბლიკის დღე მიულოცა. პრემიერ-მინისტრი თურქეთის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. რესპუბლიკის დღე თურქ ხალხს საქართველოს პრეზიდენტმაც მიულოცა.  

ამავე კატეგორიაში