სარჩელების განხილვა

16 ოქტომბერი 2016, 00:00 2438 ნახვა

მესამე სექტორის სარჩელების განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინ დასრულდა. არასამთავრობო ორგანიზაცია ''სამართლიანი არჩევნების'' სარჩელი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ბათუმის ოლქს 31-ე საუბნო კომისიის პასუხიმგებელი პირებისთვის დისციპლინური პასუხიმგებლობის საკითხის განხილვა დაავალა. მოსარჩელე მხარე აცხადებდა, რომ ამ უბანზე შემაჯამებელ ოქმში კომისიის წევრების ხელმოწერები არ იყო დაფიქსირებული. სადამკვირვებლო ორგანიზაცია კიდევ ორ უბანზე შედეგების ბათილობას ითხოვდა, რაც არ დაკმაყოფილდა. საოლქო საარჩევნო კომისია სასამართლოს გადაწყვეტილებას კანონიერს უწოდებს, ''სამართლიანი არჩევნების'' წარმომადგენლები კი მის გასაჩივრებას არ გამორიცხავენ.

ამავე კატეგორიაში