საარსებო მინიმუმი

15 ოქტომბერი 2016, 00:00 2487 ნახვა

სექტემბერში საარსებო მინიმუმი 1 ლარითა და 30 თეთრით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე თვეში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 157 ლარს და 30 თეთრი იქნება. მონაცემები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4 ლარითა და 60 თეთრითაა შემცირებული. 2015 წლის სექტემბერში იგივე მონაცემი 161 ლარს და 90 თეთრს შეადგენდა. საქსტატის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, მიმდინარე წლის სექტემბერში გაზრდილია საშუალო მომხმარებლისა და საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმებიც.

ამავე კატეგორიაში