სასტუმროს მშენებლობა კურორტ გოდერძიზე

13 ოქტომბერი 2016, 00:00 3926 ნახვა

სასტუმრო „ალიანს რეზორტი“შენდება კურორტ გოდერძზე.  „ალიანს რიზორტი“ ექსპლუატაციაში 2018 წელს შევა. პროექტი ჯამში 100 ადგილობრივის დასაქმებას ითვალისწინებს. ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს ოპერირებას საერთაშორისი სასტუმროების ქსელი „რამადა“ განახორციელებს. სასტუმრო 100 ნომრიანი იქნება და ერთდროულად 250-მდე დამსვენებლის მიღებას შეძლებს. საერთაშორისო ხარისხისა და სტანდარტების კომპლექსში საცურაო აუზი, ტენისის კორტები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ბარი, რესტორანი, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, კაზინო, საკონფერენციო დარბაზი, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი და სხვა ობიექტები განთავსდება. სასტუმროს  მშენებლობის პროცესს დღეს აჭარის მთავარობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე გაეცნო. 

ამავე კატეგორიაში