ნათია დუმბაძის პრეტენზიები და მედიკოსთა პასუხი

08 სექტემბერი 2020, 12:10 3767 ნახვა

ახლად გახსნილ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტი გაუმართავ ინფრასტრუქტურასა და ანტისანიტარიაზე საუბრობს. მისი თქმით, პაციენტებისთვის არ არის სასმელი წყალი, ონკანში ყვითელი შეფერილობით მოდის. არ მუშაობს საკომუნიკაციო, საგანგაშო ღილაკები. არ სუფთავდება პალატები სადაც ორი პაციენტია მოთავსებული, არ ტარდება დეზინფექცია, არ იცვლება თეთრეული, არ იწმინდება სველი წერტილები.

პაციენტი ნათია დუმბაძე რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში 4 დღეა მკურნალობს ასევე ამბობს, რომ კორონავირუსის სამკურნალო კურსი არ უტარდება, მხოლოდ მონიტორინგის ქვეშაა და მედიკოსები ეუბნებიან, რომ თუ პნევმონიაა იმ შემთხვევაში დაუწყებენ ანტიბიოტიკურ მკურნალობას. 

პაციენტი ირწმუნება, რომ მედიკოსები სპეციალური ეკიპირების გარეშე გადაადგილდებიან, ზოგჯერ პირბადის გარეშეც კი.  თერმოსკრინიგიც კი საჭიროებისამებრ ვერ ხორციელდება, ვინაიდან დაწესებულებაში პაციენტებს ეუბნებიან, რომ საკმარისი ტემპერატურის საზომები არ აქვთ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში