მათემატიკისა და ხელოვნების გამოცდების შედეგები დღეს გამოქვეყნდება - სოფიო გორგოძე

03 აგვისტო 2020, 15:38 1813 ნახვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დღეს, 3 აგვისტოს, მათემატიკისა და ხელოვნების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდება. სოფიო გორგოძე ბათუმში იმყოფება და ის საგამოცდო ცენტრში საერთო სამაგისტრო გამოცდის პროცესს გაეცნო.

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი.

“მიმდინარეობს აბიტურიენტების ნაშრომების გასწორება და დღეს საღამოს, სავარაუდოდ 4-5 საათის შემდეგ უნდა გამოვაქვეყნოთ აბიტურიენტების ნაშრომები და მათი შედეგები მათემატიკასა და სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში. აბიტურიენტები უნდა შევიდნენ თავიანთ პირად გვერდზე და შეიყვანონ პირადი მონაცემები იმისათვის, რომ გაიგონ შედეგი. ასევე, შედეგი შეუძლიათ გაიგონ ესემესის საშუალებით.

ნაშრომები სხვადასხვა საგნებში ეტაპობრივად გამოქვეყნდება ანუ დღეს საღამოს დავიწყებთ და ყველა სამუშაო დღეს ვეცდებით, რომ ახალი საგნის შედეგი დავდოთ”, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში