აქცია მაუწყებელთან დღესაც გაიმართება

01 აგვისტო 2020, 13:19 334 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის 3 გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში დაბრუნების მოთხოვნით აქციის მონაწილეები ტელევიზიის მიმდებარედ კვლავ შეიკრიბებიან. ამავე მოთხოვნით მაუწყებლის თანამშრომლებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, ამ დროისთვის ბაჩო გურაბანიძის, გიორგი მურვანიძის და გუგა ქადიძის სამსახურში დაბრუნებას 190 ადამიანი ითხოვს. აქციის ორგანიზატორები მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირების წარმომადგენლები არიან, ისინი მენეჯმენტისგან პასუხს ორშაბათს ელოდებიან.

ტელევიზიის მენეჯმენტმა შიდა მოკვლევის საფუძველზე მემონტაჟე, შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი და დილის ტალღის რედაქტორი სამსახურიდან გაათავისუფლა. მოკვლევა ერთი თვის წინ ტელევიზიის შენობაში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რა დროსაც თანამშრომლები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში