ჰაჯი ეპიდემიის ფონზე

29 ივლისი 2020, 21:06 1730 ნახვა

მუსლიმები ტრადიციულად საუდის არაბეთში მდებარე ისლამის წმინდა ადგილების მოლოცვას ეგრეთწოდებულ ჰაჯს იწყებენ. ისტორიაში პირველად კორონავირუსის გამო მომლოცველთა შორის არ იქნებიან უცხოეთიდან ჩასული მუსლიმები. ჩვეულებრივ ჰაჯში ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან მილიონობით მუსლიმი მონაწილეობს. წელს წმინდა ადგილებს მხოლოდ ათასამდე მორწმუნე მოილოცავს, რომლებიც საუდის არაბეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ჰაჯის დაწყების წინ მომლოცველებმა ერთკვირიანი კარანტინი სასტუმროები გაიარეს, დღეს ისინი მექაში გაემგზავრნენ. 2 აგვისტოს მათ ისევ ერთკვირიანი კარანტინი ელოდებათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში