სახელმწიფო ინსპექტორი ბათუმში შეხვედრებს მართავს

27 ივლისი 2020, 12:37 1056 ნახვა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით არსებული ხარვეზები, პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მექანიზმები და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად საჭირო საკანონმდებლო ბერკეტები-სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა  ბათუმში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა ამ თემების განხილვას დაუთმო.  როგორც სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროების შესახებ დასაბუთებული კონცეფცია საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით უახლოეს მომავალში მომზადდება.  საუკეთესო პრაქტიკისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადებული საკანონდებლო წინადადება კი განსახილველად  პარლამენტს წარედგინება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში