წარმოდგენები ღია სივრცეში

23 ივლისი 2020, 10:21 203 ნახვა

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრმა ღია სივრცეში სპექტაკლების ჩვენება დაიწყო. ბათუმის ბულვარში  სპექტაკლი “მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ“ წარმოადგინეს. სპექტაკლის რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილია.

ბულვარში, კორტების მიმდებარედ 80 მაყურებელზე გათვლილი სივრცე მოეწყო, ღია ცის ქვეშ დამონტაჟდა სცენა და დეკორაციები. თეატრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ღია სივრცეებისთვის სპექტაკლების ადაპტირებას გააგრძელებენ.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში