სისხლის სამართლებრივი დევნა უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების წინააღმდეგ

19 ივლისი 2020, 12:03 1443 ნახვა

ზაზა გახელაძემ უგულებელყო მესაზღვრეების კანონიერი მოთხოვნები და გაქცევა სცადა, მან ერთ -ერთიმესაზღვრის მისამართით სულ მცირე ხუთჯერ გაისროლა, ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სამხედრო პროკურორმა ტიგრან კაბულოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ზაზა გახელაძემ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. მისივე თქმით, „მესაზღვრეებმა“ ზაზა გახელაძეს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს, რა დროსაც ის ტერფში დაიჭრა. ზაზა გახელაძის დაკავების ფაქტს გუშინ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „უშიშროების კომიტეტიც“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სიტუაციის გარშემო მაქსიმალური აჟიოტაჟის ასატეხად „ქართული მხარე“ „ფარისევლურად იყენებს“ გახელაძის ოჯახის წევრებს და მათ კომენტარებს. ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დააკავეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში