საპროტესტო აქცია ჩაქვში

15 ივლისი 2020, 14:37 956 ნახვა

ჩაქვში, ბეჟანიძის და თბილისის ქუჩებზე მცხოვრებლებმა ამ კვირაში მეორე  საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა, გზის და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებაა. ისინი ასევე ბავშვებისთვის  სკვერის მოწყობას ითხოვენ.  ამბობენ, რომ მოუწესრიგებელი ტერიტორიის გამო  ქვეწარმავლები მომრავლდნენ.  

მოსახლეობის ინფორმაციით, რამდენჯერმე ქობულეთის მერიასაც მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.  პრესსამსახურის ინფორმაციით, საკითხზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია კომენტარს მოგვიანებით, წერილობით გააკეთებს. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში