დისტანციურად გამართული სასამართლო სხდომების მონიტორინგის ანგარიში

15 ივლისი 2020, 12:36 1024 ნახვა

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, დისტანციური წესით გამართული  სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო სხდომების მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სხდომების მნიშვნელოვანი ნაწილი დაგვიანებით იწყებოდა, ამის მიზეზი კი პენიტენციური დაწესებულებების ინფრასტრუქტურული გაუმართაობა იყო. დისტანციური წესით ჩატარებულ სხდომებზე ბრალდებულთა უმეტესობისთვის ადვოკატთან კონფიდენციალური გასაუბრების შესაძლებლობა არ არსებობდა.

ასევე მოწმეთა დაკითხვის დროს ტექნიკური ხარვეზის გამო რთული იყო მათი ვიზუალური აღქმა და საუბრის გარჩევა.

სახალხო დამცველი პარლამენტს რეკომენდაციით მიმართავს, დისტანციური პროცესის დროს მოწმეთა დაკითხვის წესის რეგულირება მოხდეს. ასევე რეკომენდაცია არის იუსტიციის საბჭოსთვის, რომ ადვოკატსა და ბრალდებულს შორის კონფიდენციალური კომუნიკაციის შესაძლებლობა იყოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში