ვინ გახდება ბსუ-ს რექტორი?

15 ივლისი 2020, 15:17 1345 ნახვა

ინგა შამილიშვილი თუ მერაბ ხალვაში? - ამ წუთებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო რექტორობის კანდიდატებს უსმენს.  

საათნახევარზე მეტ ხანს გაგრძელდა პირველ კანდიდატთან გასაუბრება. მერაბ ხალვაშმა საკუთარი სამოქმედო გეგმა წარადგინა.  აქცენტი გააკეთა სწავლებისა და სამეცნიერო კვლევების ხარისხის ზრდაზე,  სამედიცინო მიმართულებით კლინიკური ბაზების შექმნის საჭიროებაზე, სწავლების პროცესში სამეცნიერო კვლევების კომპონენტის გაზრდაზე.

ინგა შამილიშვილმა პრიორიტეტად  საერთაშორისო საუნივერსიტეტო სივრცეში უნივერსიტეტის გაერთიანება დაასახელა. მისი თქმით, ბაზრის კვლევა უფრო ინტენსიური უნდა იყოს და პროცესში რეალური დამსაქმებლები ჩაერთონ. ინგა შამილიშვილმა დისტანციური სწავლების პროცესში არსებულ ხარვეზებზეც ისაუბრა. რექტორს 11 წევრიანი აკადემიური საბჭო ხმათა უმრავლესობით აირჩევს. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში