ენმ ბათუმის მერს მიმართავს

14 ივლისი 2020, 11:50 394 ნახვა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს მიმართავს.  გიორგი კირთაძემ რუსთაველისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში,  საქაჩი სადგურის მოწყობის სამუშაოებზე ბრიფინგი გამართა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სადგურის  კეთილმოწყობა მიმდინარე  წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშოები ამ დრომდე გრძელდება.  მისივე რწმუნებით,  შეფერხებული პროექტი მოქალაქეებს  ავტომობილებით გადაადგილების დროს პრობლემას  უქმნის. ასევე ამბობს, რომ ზაფხულის სეზონს მერია გადათხრილი ქუჩებით ხვდება.  

საკითხთან დაკავშირებით, მერიაში საპასუხო კომენტარი არ გაკეთებულა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში