კულტურული ღონისძიებების გამართვა, ღია ცის ქვეშ, ხვალიდან ნებადართული ხდება

12 ივლისი 2020, 18:19 468 ნახვა

კულტურული ღონისძიებების გამართვა, ღია ცის ქვეშ, ხვალიდან ნებადართული ხდება . ორგანიზატორებს საშუალება ექნებათ,  ყველა იმ ღონისძიების დაგეგმვა, რომელსაც ღია ცის ქვეშ ჩაატარებენ. კულტურის  დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა კონკურსი ფესტივალებისთვის. ჯერ-ჯერობით, უცნობია  ღონისძიების მიმართულებები,  თუმცა განაცხადების მიღება 24 ივლისს უნდა დასრულდეს, სპეციალური კომისია კი 5 გამარჯვებულ იდეის ავტორს გამოავლენს. ღონისძიებები 15 ივლისიდან უნდა დაიწყოს. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ბათუმის დრამატული თეატრი, მაყურებელს,  17 ივლისს ღია სივრცეში  უმასპინძლებს ,-პრემიერით ნინო ხარატიშვილის ,, ელექტრას ომი’’. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში