წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში

07 ივლისი 2020, 12:00 262 ნახვა

"სამართლიანი არჩევნების" დაკვირვებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე 4 თვით ადრე, ამომრჩევლის მოსყიდვის 19 სავარაუდო ფაქტი გამოვლინდა. მათგან  16 “ქართული ოცნების” პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებზე მოდის, დარჩენილი 3 კი არასაპარლამენტო ოპოზიციაზე.ორგანიზაციის დაკვირვებამ აჩვენა, რომ გამოვლინდა სახელმწიფო რესურსების გამოყენების სავარაუდო შემთხვევა, დამკვირვებლებზე ზეწოლის, პოლიტიკურ საქმიანობაში ხელშეშლისა და პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის სავარაუდო ფაქტები.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ  აჭარის მაჟორიტარების მხრიდან არის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტები, მაგალითებად კი სასურსათო კალათების დარიგებაა მოყვანილი.  ასევე კვლევაში მოხდა სპორტსმენების საქმე. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ხულიგნობისთვის დაკავებული პირის მტკიცებით, აჭარის თავმჯდომარის მამა მათ არჩევნების პერიოდში დახმარებას სთხოვდა, უარის მიღების შემდეგ მათი ოჯახის წევრი დააკავეს. 

კვლევას არ ეთანხმება ანზორ ბოლქვაძე, რომელიც ამბობს, რომ მაშინ როცა არჩევნების თარიღი ოფიციალურად ჩანიშნული არ არის და არც საარჩევნო კანდიდატია, მას უფლება აქვს ქველმოქმედებაში მიიღოს მონაწილეობა. ფიქრობს, რომ ამით კანონი არ დაურღვევია. ასეთი ტიპის კვლევები კი ბიზნეს საქმიანობას ხელს უშლის.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში