უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის წესი - საკონსტიტუციო სარჩელი

06 ივლისი 2020, 14:15 238 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს  ნორმების შესახებ სარჩელს, რომლითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის წესია დადგენილი.  სარჩელი სახალხო დამცველს ეკუთვნის.

არსებული წესით იუსტიციის უმაღლესი საბჭო ატარებს ფარულ კენჭისყრას კანდიდატის მეორე ეტაპზე გადაყვანის მიზნით.  მოსარჩელე მხარე სწორედ ამ ფარულობის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს და განმარტავს, რომ არსებული წესით გავლენების გზით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას იძლევა.

ომბუდსმენი არგუმენტის სახით დაასაბუთებს იმ ხარვეზებს, რომელიც სარჩელის ავტორმა   უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის დროს დააფიქსირა.

სასამართლო დღეს მხარეების არგუმენტებს, ასევე  მოწმის სახით მოწვეულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს  მოუსმენს. სახალხო დამცველის სარჩელს პლენუმი განიხილავს. განხილვაში არ მონაწილეობს მოსამართლე ვასილ როინიშვილი. განრიდება თავად მოითხოვა, რადგან ის არსებული წესით არის შერჩეული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში