7 ივლისს ქვეყნის ცალკეულ ტერიტორიაზე მაქსიმალური ტემპერატურა +42 გრადუსი დაფიქსირდება

06 ივლისი 2020, 10:35 15075 ნახვა

მომდევნო 2 დღის განმავლობაში საქართველოში   მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. სანაპირო კურორტებზე +33, +35 იქნება, შეგრძნების ინდექსი (Heat index) +40.

დასავლეთის დაბლობზე +40, +42 გრადუსი დაფიქსირდება, აღმოსავლეთის ბარში კი +37, +39.

მაღალი ტემპერატურისა და ბოლო დღეებში არსებული მშრალი ამინდის ფონზე, საქართველოს მთიან ზონაში არსებობს ხანძრის წარმოქმნის მაღალი საშიშროება.

ამავდროულად, მზის ულტრაიისფერი ინდექსი (Uv index) იქნება მაღალი- ნიშნულით #9, რაც მზის პირდაპირი ზემოქმედების დროს დამცავი საშუალებების გამოყენების აუცილებლობას გულისხმობს.

ფოტო: 7 ივლისის ტემპერატურის- ფაქტიური პროგნოზი

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში