ევროკავშირი საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს ან ხვალ მიიღებს - ზალკალიანი

30 ივნისი 2020, 13:32 125 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ევროკავშირი გადაწყვეტილებას დღეს ან ხვალ მიიღებს. დავით ზალკალიანის თქმით, დიდი ალბათობით საქართველო იქნება იმ უსაფრთხო 15 ქვეყანას შორის, რომლებსაც საზღვარს გაუხსნიან.

'' მხოლოდ მას შემდეგ, რაც ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას და ეს არ იქნება უბრალოდ საზღვრების გახსნა, ამას მოყვება შესაბამისი რეგულაციები, რა რეგულაციებს უწესებს ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც გადაკვეთენ ევროკავშირის საზღვარს.

ჩვენ ველოდებით ოფიციალურ დოკუმენტს, სადაც იქნება დეტალურად გაწერილი ეს რეგულაციები და ის იქნება ნაცვალგების პრინციპზე დაფუძნებული. ჩვენი რეგულაციებიც სრულ თავსებადობაში იქნება ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან. დღეს, მაქსიმუმ ხვალ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება მიღებული ბრიუსელში.

ეს დისკუსია მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება არის დამოკიდებული ევროკავშირზე, დღეს ან მაქსიმუმ ხვალ უნდა იყოს მიღებული ოფიციალური გადაწყვეტილება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი