საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია

29 ივნისი 2020, 19:59 1010 ნახვა

120 დეპუტატი - პროპორციული, 30 - კი მაჟორიტარული სიით. 117 დეპუტატის გადაწყვეტილებით, ასე დაკომპლექტდება საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, 4 თვეში დაგეგმილი არჩევნების შემდეგ. II მოსმენის შემდეგ საარჩევნო სისტემის ცვლილებას ორი მხარდამჭერი შეემატა. აქციებისა და ხანგრძლივი პოლიტიკური დიალოგის შემდეგ, საარჩევნო სისტემა პროპორციულს დაუახლოვდა. გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე კი, „ნაციონალური მოძრაობისა“ და ევროპული საქართველოს წევრებს“ პოლიტიკური პროცესის სტაბილურობაზე საუბარი შეუძლებლად მიაჩნიათ. წინასაარჩევნო გარემოზე, პოლიტიკური ოპონენტები პასუხისმგებლობას სახელისუფლებო პარტიას აკისრებენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში