გაორმაგებული პასუხისმგებლობა გვმართებს, რათა ვირუსის გავრცელების კონტროლის შედეგები შევინარჩუნოთ - გახარია

22 ივნისი 2020, 11:10 1286 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის ორი ახალია შემთხვევაა, გუშინ კი 8 იყო. 

გიორგი გახარიას თქმით, რთულ პერიოდში შევდივართ, რადგან მსოფლიოში გლობალურად კოვიდინფიცირების მაჩვენებელი იზრდება და უკვე 9 მილიონზე მეტია.

მისი თქმით, ვირუსის გავრცელების კონტროლის ის შედეგები, რომელიც ქვეყანას აქვს უნდა შევინარჩუნოთ.

„რეალურად ვირუსის გავრცელების ტემპი არ კლებულობს, ჩვენთან რეგიონში, მეზობელ ქვეყნებში პირიქით იზრდება და აქ ჩვენ, გაორმაგებული პასუხისმგებლობა გვმართებს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ვირუსის გავრცელების კონტროლის ის შედეგები, რომელიც გვაქვს შევინარჩუნოთ და აქ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მთავრობის, მოქალაქის და დამსაქმებლის, კომპანიების პირდაპირი პასუხისმგებლობის ზონაა და აქ ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გადავინაწილოთ“, - განაცხადა გიორგი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში