ბათუმის ცხელების ცენტრებში მოთავსებულ 24 მოქალაქეს covid-19 არ დაუდასტურდა

18 ივნისი 2020, 10:43 3996 ნახვა

ბათუმის ცხელების ცენტრებში მოთავსებულ 24 პირს, რომლებმაც კლინიკებს რესპირატორული სიმპტომებით მიმართეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. მორიგი მიზნობრივი კვლევის შედეგები დღეს გახდება ცნობილი.

თვენახევრის განმავლობაში აჭარაში ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ქვეყანაში ამ დროისთვის კოვიდ-19-ის 893 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 731 გამოჯანმრთელებულია. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 267 პაციენტი რჩება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში