ახალი მოსამართლეები ფიცს დღეს დადებენ

02 ოქტომბერი 2016, 00:00 1864 ნახვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტისა და უზენაესი სასამართლოს მიერ დანიშნული მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონია დღეს გაიმართება. პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე, უზენაესმა სასამართლომ კი თეიმურაზ ტუღუში დანიშნა. საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის პოსტზე კიდევ ერთი ვაკანსიაა, სადაც კანდიდატურა პარლამენტმა უნდა დანიშნოს. 30 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს - გიორგი პაპუაშვილს, კონსტანტინე ვარძელაშვილს, ქეთევან ერემაძესა და ოთარ სიჭინავას - უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ამოეწურათ.

ამავე კატეგორიაში