სავალუტო ჯიხურები გაიხსნა - გამყარდება თუ გაუფასურდება ლარი?

08 ივნისი 2020, 19:56 865 ნახვა

დილიდან, ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ ვალუტის გადამცვლელი პუნქტები. ეროვნული ბანკი პუნქტებში მომუშავეებს, პროფესიონალთა რეკომენდაციებისა და რჩევების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს. ვალუტის პუნქტების ამოქმედებასთან ერთად გაჩნდა კითხვა, რა გავლენას მოახდენს იგი ლარის კურსზე, რომელიც ბოლო 1 კვირაა გამყარების გზაზეა.

დარგის ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებს შორის კონკურენცია არ არსებობს. ზოგ ეკონომისტს კი მიაჩნია, რომ  ლარის გამყარება ეტაპობრივად გაგრძელდება, უცხოურ ვალუტას კი დეფიციტი არ ემუქრება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში