ნარკოტიკების უვარგისი ოდენობისთვის პირს პატიმრობა აღარ შეეფარდება - საკონსტიტუციო

05 ივნისი 2020, 10:26 578 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ პირს დაკავებისას მოხმარებისთვის უვარგისი რაოდენობით ნარკოტიკი აღმოაჩნდა, აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა აღარ შეეფარდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციომ  "ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" საქმეზე გამოიტანა.

მოსარჩელეები  მიუთითებდნენ, რომ მოხმარების შემდეგ დარჩენილი ცარიელი შპრიცისთვის ადამიანები არ უნდა ისჯებოდნენ.

სასამართლოში მოსარჩელეების ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები  იცავდნენ.  მათი განმარტებით გადაწყვეტილება ეხება არა მარტო ერთ კონკრეტულ ნარკოტიკულ საშუალებას, არამედ ნებისმიერ ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც მოსახმარად არის უვარგისი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში